ღამით მოსულმა სტიქიამ ყვარლის  მუნიციპალიტეტის 10-მდე სოფელი  დააზარალა.

ადგილობრივების თქმით, დაახლოებით  ნახევარსაათიანმა სეტყვამ გაანადგურა  როგორც ერთწლიანი, ისე მრავალწლიანი ნარგავები, მათ შორის ვენახების ნაწილი.


ძლიერმა სეტყვამ საცხოვრებელი სახლის სახურავები და ავტომობილებიც დააზიანა.

"სათქმელი არაფერია,ერთი შეხედვითაც ჩანს რომ გავნადგურდით.სეტყვის კვალი ამ დრომდეა ხო ხედავთ.ხეებს ქერქიც კი გააცალა.დასაკრეფად გამზადებული ყურძენი ისე გაანადგურა არაფერი აღარ დარჩა.რა უნდა ვქნაათ ხალხმა."- ამბობენ დაზარალებულები

მოსახლეობის ნაწილი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში  ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები  იყვნენ მობილიზებული.

დაზარალებულ მოსახლეობას ცოტა ხნის წინ  შეხვდა კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, რომელმაც განაცხადა რომ პრემიერის ინიციატივით, დაზარალებულ მოსახლეობას მთავრობა დაეხმარება.