თუშეთში, წოვათის ხეობაში ხანძარია. ინფორმაციას და ფაქტის ამსახველ ვიდეო მასალას სოციალურ ქსელში მოქალაქეები ავრცელებენ. 

"თუშეთში, წოვათის ხეობაში (წაროსთან) რამდენიმე საათია ხანძარი მძვინვარებს. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი სწრაფად ვრცელდება, რასაც ძლიერი ქარიც უწყობს ხელს. რთული რელიეფის გამო ვერტმფრენია საჭირო. იქნებ გაავრცელოთ…" - წერს ადგილობრივი აბრამ იდიძე სოციალურ ქსელში.

ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

"ხანძარი არის ალპურ ზონაში, ცეცხლი ბალახს უკიდია. დასახლებულ პუნქტებს არ ემუქრება საფრთხე. მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები", - განუცხადეს "აიპრესს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში