თუშეთში, სოფელ ომალოში, ადგილობრივმა საკუთარი სახლის სარდაფში  ადამიანის ჩონჩხი იპოვა.

ადამიანის ჩონჩხი, რომელიც ჭერზე თოკით იყო დაკიდული, სავარაუდოდ,  მამაკაცს ეკუთვნის.  წინასწარი ინფორმაციით,  ის წელიწადზე მეტი დროის გარდაცვლილი უნდა იყოს.

სავარაუდო ვერსიად სახელდება ისიც, რომ ცხედარი შესაძლოა უცხოელ ტურისტს ეკუთვნის. 

მომხხდარი ფაქტი სუიციდია თუ მკვლელობა, ამას  გამოძიება დაადგენს.