თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, “ჯიპის” მარკის ავტომობილის მძღოლმა, რომელიც სოფელ დართლოს ტერიტორიაზე მოძრაობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და სიმაღლიდან გადავარდა.
დაშავებულები მრავლობოთო მოტეხილობებით სასწრაფო დახმარების ბრიგადას ამ წუთებში თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავს.