ამის შესახებ ვაკის მაცხოვრის ეკლესიის წინამძღვარმა მამა შალვა კეკელიამ ბზობის დღესასწაულზე, წირვის დასრულების შემდეგ იქადაგა. 

" დღეს დამთავრდა 40 დღიანი მარხვა, ახლა ვნების კვირა იწყება და ძალიან მნიშვნელოვანია ამის გააზრება თუ როგორ უნდა შევინახოთ ეს მარხვა. ჩვენ გვქონდა ეს დიდი მარხვა, რომ გვეასპარეზა, მიგვეღწია სიწმინდისთვის, მიმხვდარიყავით ამ 40 დღის განმავლობაში რატომ ვმარულობდით. ეშმაკი მძლავრობს ხოლმე ადამიანზე და სულ ცდილობს რომ ეს მადლი და წყალობა მარხვისა ხელიდან წააგლიჯოს, რომ მერე შეარცხვინოს და დაამციროს ადამიანი. რომ მერე უთხრას: ნახე შენთვის ღმერთო ჯვარზე გაეკრა და  შენ ნახე როგორი ხარ?! როგორ ღალატობ მას. შენ როგორი უნამუსო ხარ. შენ რა გინდა ტაძარში, საერთოდ შეწყვიტე ტაძარში სიარული. შენგან საერთოდ არაფერი არ გამოვა, შენ მაინც ვერ შეძლებ პატიოსან და წმინდა ცხოვრებას, ამიტომ მიატოვე ეკლესია....

ეშმაკს უნდა, რომ ადამიანი მას დაემონოს. ეშმაკს უნდა რომ ადამიანი საკუთარი ვნებების და საკუთარი არაწმინდების მსახური გახდეს, საკუთარ თავს ემსახუროს, საკუთარ ვნებებს ემსახუროს", - განაცხადა მამა შალვამ.