საბავშვო ბაღების მოსწავლეთა მონაწილეობით სპორტის სასახლეში მხიარული სტარტები ჩატარდა. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ.
ცენტრალურ პარკში ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრისა“ და „ინკლუზიური ცენტრის“ აღსაზრდელთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. გაიმართა ანიმატორების წარმოდგენა. პატარებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ ზღაპრის გმირებს და ჩართულიყვნენ მრავალფეროვან გასართობ პროგრამაში.
ბავშვებმა ასევე, ასფალტზე ცარცით ხატვის აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა და სახატავი მასალებით დასაჩუქრდნენ.
საკონცერტო დარბაზ „ივერიაში“ ა(ა)იპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ ორგანიზებით თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა.
კულტურულ და სპორტულ აქტივობებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება ორგანიზებული იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ.