წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ წარმატებულ სპორტსმენს, მსოფლიო ჩემპიონს ჯაბა ტყეშელაშვილს ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისა და ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
შეხვედრას მერის მოადგილე გია კვასტიანი, ა(ა)იპ „სპორტული კლუბების გაერთიანების“ მმართველი ირაკლი კუჭავა და მწვრთნელი გურამ მამიაშვილი ესწრებოდნენ. მსოფლიო ჩემპიონს ჯაბა ტყეშელაშვილს, ასევე, ფულადი ჯილდო გადაეცა. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი პერუში გაიმართა, სადაც 17 წლამდე ასაკის მოასპარეზეთა შორის ჯაბა ტყეშელაშვილმა ოქროს მედალი დაიმსახურა. ჯაბა ტყეშელაშვილი არის საქართველოს ჩემპიონატის არაერთგზის გამარჯვებული და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ჭაბუკებს შორის.