წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სანიაღვრე არხებისა და ხიდ-ბოგირების რეაბილიტაციისა და მოწყობის პროექტები ხორციელდება, სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე ადგილზე გაეცნო.
,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების მოწყობა უზრუნველყოფს წვიმის შედეგად მოსული ნალექის გატარებასა და მოსახლეობის დატბორვისგან დაცვას, სწორედ ამ მიზნით მიმდინარე წელს ხორციელდება რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი. სანიაღვრე არხები და ხიდ-ბოგირები ეწყობა როგორც ქალაქში, ასევე, მუნიციპალიტეტის სოფლებში’’-აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე. სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების პროექტები „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ ინიციატივის ფარგლებში მიმდინარეობს სოფელ რიონსა და ნოღაში, სოფელ წყალტუბოში, ლორთქიფანიძის ქუჩის მე-7 და მე-8 შესახვევებში, ქალაქ წყალტუბოში, რუსთავისა და ბესიკის ქუჩებზე, სოფელ გვიშტიბში კირთაძეების ქუჩის გაგრძელებაზე, ქალაქ წყალტუბოში, ქუთაისის ქუჩიდან გ. ტაბიძის ქუჩის მიმართულებით, ასევე, გოგებაშვილისა და კოსტავას ქუჩებზე. სანიაღვრე არხებისა და ხიდ-ბოგირების მოსაწყობად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 252932, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 357062,87 ლარია გამოყოფილი.