შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი   2026 წლის საგნის გამოცდების შედეგებს აქვეყნებს შემდეგ საგნებში:

🔹ინგლისური ენა
🔹რუსული ენა
🔹გერმანული ენა
🔹ფრანგული ენა
🔹იტალიური ენა
🔹ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის)
🔹კომპიუტერული ტექნოლოგიები
🖥საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი. 
 🔎პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული ქულის ნახვის შესაძლებლობა.
✅მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. 
🔷გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების  მიღება დაიწყება 18 აგვისტოს 10:00 საათიდან და გაგრძელდება 20 აგვისტოს 18:00 საათამდე. 
📑დეტალური ინსტრუქცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება. 

ვრცლად: https://www.naec.ge/#/ge/post/3690