ესპანეთის ლა ლიგის პირველ ტურში „ვილიარეალმა“ „სანტანდერთან“ შეხვედრა ფრედ დაასრულა.
სანტანდერში, „ელ სარდინეროზე“, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ლა ლიგაში დაბრუნებულ „რასინგ სანტანდერთან“ პირველი ტაიმის 34-ე წუთზე 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ მარცხს არ შეეპუა. ორბურთიანი ჩამორჩენა მან პირველ ტაიმშივე აღმოფხვრა.
შესვენების შემდეგ მატჩი ორმხრივი იერიშებით გაგრძელდა, მაგრამ ამჯერად გუნდებმა გოლი ვეღარ გაიტანეს, მალე კი ორივე გუნდი დაიღალა, შეხვედრა ქაოსური გახდა და საბოლოოდ ორივე გუნდი შედეგს შეეგუა.
„რასინგი სანტანდერი“- ვილლიარეალი“ 2:2(2:2)
გოლები: 21' ანდეარს მარტინი, თერთმეტმეტრიანიდან 1:0, 34' სერხიო მარტინესი 2:0, 45' პაპე გუეიე 1:1, 45+1' ნიკოლას პეპე 2:2
გიორგი მიქაუტაძემ (flashscore - 7.7) შეუცვლელად ითამაშა, „რასინგ სანტანდერის“ რიგებში მყოფი გიორგი გულიაშვილი კი ტრავმის გამო მინდორზე არ გამოჩენილა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე: პაპე გუეიე (ვილიარეალი).
მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ




