აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შოთა მამულაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სარესტავრაციო ლაბორატორიაში, მიმდინარე წელს არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი სხვადასხვა პერიოდის მონეტების კონსერვაცია განხორციელდა.
ჩატარებული სამუშაოები უზრუნველყოფს არტეფაქტების დაცვას და ქმნის მათი შემდგომი ტიპოლოგიური, ქრონოლოგიური და ნუმიზმატიკური კვლევისა და საგამოფენო სივრცეში განთავსების შესაძლებლობას.
საკონსერვაციო სამუშაოები განახორციელა მხატვარ-რესტავრატორმა გიორგი ბოლქვაძემ. - ნათქვამია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.









