წყალტუბოსთან დამეგობრებული ქალაქების რიცხვი იზრდება ,- ამის შესახებ ინფრომაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
"წყალტუბოს მუნიციპალიტეტი დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ურთიერთობებს ბალნეოლოგიური კურორტის სამკურნალო თვისებების, ტურისტული პოტენციალის გაცნობის, განახლებული ინფრასტრუქტურისა და ხელმისაწვდომი მომსახურების სერვისების შესახებ მეტი ინფორმაციების გაცვლა და ახალი კავშირები თავისთავად ნიშნავს უფრო მეტ დამსვენებელსა და ვიზიტორს ჯანმრთელობისა და სილამზის კურორტში, რომელსაც ამ დროისთვის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს ქალაქებთან : ქ. ენზელთან (ირანი), ქ.ტრუსკავეცთან (უკრაინა), ქ. კიროვსკთან (უკრაინა), ქ. პოლოცკთან (ბელორუსია), ქ. კირიათ-იამი (ისრაელი) სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ დამსვენებლებისა და ვიზიტორების რაოდენობა იზრდება 2014 წელი: სააბაზანოებმა მიიღო- 9954 დამსვენებელი, პრომეთესა და სათაფლიიის მღვიმეებმა_ 158 740 ტურისტი; სასტუმროებმა _ 13 164;
2015 წელი: საბაზანოები _ 10 220 , პრომეთე-სათაფლია _164 000, სასტუმროები _ 14 020; 2016 წელი: სააბაზანოები _ 11 990, სათაფლია-პრომეთე _ 216 550, სასტუმროები _ 36 613;
ამ დღეებში იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის პირველი პირები (სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილე გიორგი ჭიღვარია, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლი კონსტანტინე მამისეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე, გამგებლის მოადგილე გენადი ბალანჩივაძე და ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე ჯემალ ფანცხავა) ბელორუსიის რესპუბლიკიდან ჩამოვიდნენ, სადაც გაიმართა ოფიციალური და საქმიანი შეხვედრებით ვიტევსკის მხარის მმართველი ორგანოების წარმომადგენლებთან, მაღალი რანგის სასულიერო პირებთან, სხვადასხვა საწარმოების ხელმძღვანელებთან.
ვიზიტის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა და ქალაქ პოლოცკის სააღმსრულებლო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლაი შევჩუკმა ხელი მოაწერეს ორ ხალხს შორის კეთილმეზობლური ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს საქმიან კავშირებს ტურიზმის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, სოციალურ, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროებში 2017-2018 წლებში.
,,ბელორუსიის ქალაქ პოლოცკთან ურთიერთობას საფუძველი ჯერ კიდევ 2015 წელს ჩაეყარა, პოლოცკში 2017 წლის 7 თებერვალს ჩავედით, მასპინძლებმა ტრადიციული საზეიმო დახვედრის ლამაზი ცერემონია მოგვიწყვეს, ვიზიტის ფარგლებში შედგა ოფიციალური შეხვედრები, მოეწყო გამოფენები, პრეზენტაციები, დავათვალიერეთ მუზეუმები, წმინდანების კირილესა და მეფოდის ტაძრები, შევხვდით მეუფე თეოდორს.
გავეცანით სხვადასხვა საწარმოების მუშაობას, განვიხილეთ მომავალი თანამშრომლობის გეგმები, ვისაუბრეთ წყალტუბოს ტურისტულ პოტენციალზე, დაინტერესებულ მხარეს მივაწოდეთ ყველა საჭირო ინფორმაცია ფოტო და ვიდეო მასალა წყალტუბოს როგორც ბალნეოლოგიური კურორტის შესახებ, მიგვიწვიეს ღია სააქციო საზოგადოების ,,პოლოცკი სტეკლოვოდკის’’ გამოფენაზე, შევხვდით რძისა და პურ პროდუქტების, მეტალოკონსტრუქციების, ხის ასაწყობი სახლების, ახალი ტექნოლოგიების მწარმოებელი ქარხნების ხელმძღვანელებს, დავათვალიერეთ სასათბურე მეუნეობები, ფერმები, ვიზიტი აქტიურად გააშუქდა მედიაში, სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ პოლოცკში ყოფნისას გადმოგვცეს საერთაშორისო კონკურში - ,,მე ვიღებ კინოს’’ გრანპრის მფლობელების ჩვენი თანამშრომლების სოფიკო ყანჩაველისა და იოსებ ციბაძის, ასევე დოკუმენტური ფულმის,, ,,ლაშას'' მთავარი გმირისთვის სპეციალური სიგელები და საჩუქრები'' -აღნიშნა დელეგაციის ხელმძღვანელმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა, მისივე თქმით, პოლოცკში არის მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ქართველი მეომრების საფლავები, რომელთა მონაცემების დაზუსტების შემდეგ მოხდება გარდაცვლილთა ახლობლების პოლოცკში გამგზავრება.
"მეგობრობა ღია გულით’’- ასე შეაფასა პოლოცკისა და წყალტუბოს ურთიერთობა თავად ქალაქ პოლოცკის სააღმსრულებლო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლაი შევჩუკმა იმედია, კეთილ სურვილებზე და კონკრეტულ შედეგებზე გათვლილი თანამშრომლობა სასიკეთოდ წაადგება ჩვენს ქალაქში დამსვენებლების ჩამოსვლისა და ინვესტიციების განხორციელების საშურ საქმეს."- აღნიშნულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.