წალენჯიხის იუვენტუსის აკადემიაში ფეხბურთის ლეგენდას, დევიდ ტრეზეგეს, ვმასპინძლობთ. დღეს ჩვენ ოფიციალურად გავხსენით იუვენტუსის აკადემია წალენჯიხაში, რაც ამ პატარა რაიონს მსოფლიო მიზიდულობის ცენტრად აქცევს და ქართული ფეხბურთის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. დავიდ ტრეზეგეს სტუმრობაც დღეს ამის დასტურია. - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, 

 ღევანდელი დღის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი ის არის, რომ ფეხბურთის ლეგენდას, ადგილობრივ მოზარდებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩამოსული ბავშვებიც შეხვდებიან.მადლობა David Trezeguet და იუვენტუსის მთელ გუნდს ამშესაძლებლობისა და თანამშრომლობისთვის. - წერს მამუკა ხაზარაძე "ფეისბუკში".