წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში  არსებულ მდინარე ტებენაზე მეწყერი ჩამოწვა, მთლიანად შეწყდა მდინარის გადინება,  რამაც გამოიწვია წყლის ბუნებრივი დაგუბება.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის  მიერ მოხდა შესაბამისი უწყებებისა და მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციის დაუწყება, რათა მოხდეს დროული რეაგირება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ყველა ზომებს ღებულობს საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
საკითხის შესასწავლად და დროული რეაგირებისათვის 8 აგვისტოს ადგილზე იმყოფებოდა მერის წარმომადგენელი რომელმაც დეტალურად შეისწავლა არსებული მდგომარეობა და დააუწყა თვითმმართველობა,რათა კოორდინირებულად მოხდეს საქმის შესწავლა და პრევენციული ზომების გატარება"-  ნათქვამია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.