აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი მევიოლინის, დიდი პროფესიონალიზმით გამორჩეული მუსიკოსის ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო. მნიშვნელოვანია ქალბატონი ლიანას წვლილი ქართული მუსიკისა და კულტურის პოპულარიზაციაში.
ვიზიარებ ლიანა ისაკაძის ოჯახის, კოლეგების, მუსიკის მოყვარულების, საზოგადოების დიდ მწუხარებას” - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
ცნობისთვის, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე.