თელავში, რუსთაველის ქუჩაზე 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ქვედა კიდურის არეში ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით,მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ცნობილია, რომ მამაკაცი რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ანტიკვარიატის მაღაზიას ფლობდა, თუმცა უკავშირდება თუ არა მომხდარი ფაქტი მის ბიზნესს, ჯერჯერობით უცნობია. “აიპრესი” დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.