დასრულებულ სამუშაოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთან ერთად გაეცნო.სოფელ როხში, ცაგარეიშვილების უბანში დაიგო რკინა-ბეტონის საფარი, მოეწყო სანიაღვრეები და ცხაურები, დაიხაზა და განთავსდა საგზაო ნიშნები.
აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
სოფელ როხის, ცაგარეიშვილების უბნით როგორც ადგილობრივები, ასევე რამდენიმე სოფლების მოსახლეობა სარგებლობს.