თელაველმა სპორტსმენმა, ლადო ჭინჭარაულმა შაშხანით სროლაში მსოფლიო თასზე მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ ტურნირზე, რომელშიც 39 ქვეყნიდან, 200-ზე მეტი ათლეტი მონაწილეობდა, თელაველმა სპორტსმენმა ცეცხლსასროლი შაშხანიდან სროლაში 50 მეტრ დისტანციაზე იასპარეზა და მეორე ადგილი მოიპოვა.
ცნობისათვის, ლადო ჭინჭარაული პარიზის პარალიმპიადის ვერცხლის პრიზიორია.










