იტალიის ქალაქ გალიპოლიში ჭადრაკში სენიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა.
ბოლო ტურში +65 ასაკობრივ ჯგუფში მოასპარეზე ნონა გაფრინდაშვილმა ყაიმით დაასრულა შეხვედრა გერმანელ ანეტ ვაგნერ მიხელთან და 11 შესაძლებლობიდან დაგროვილი 7,5 ქულით მეორე-მეოთხე ადგილები გაიყო და ბერძენ მარინა მაკროპოლოსთან და ფიდეს სახელი მოასპარეზე რუს ლარისა ხროპოვასთან ერთად.
კოეფიციენტთა ცხრილით ვეცხლის მედლის მფლობელი ბერძენი მოჭადრაკე გახდა.
ნონა გაფრინდაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კაცთა +65 ასაკობრივ ჯგუფში უკრაინელ ალექსანდრ რეპრინცევთან ყაიმით დაასრულა შეხვედრა და მასთან და კიდევ ოთხ სხვა მოჭადრაკესთან ერთად 8,5 ქულით პირველი-მეექვსე ადგილები გაიყო.
კოეფიციენტების ცხრილით პირველ ადგილზე უკრაინელი მოჭადრაკე გავიდა.
ზურაბ სტურუამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ასევე ვეცხლის მედლის მფლობელი გახდა +50 ასაკობრივ ჯგუფში მოასპარეზე მიხეილ კეკელია. მან ბოლო ტურში ყაიმით დაასრულა შეხვედრა შოტლანდიელ პოლ მოტვანისთან, 9 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით ჩამორჩა პირველ ადგილზე გასულ ისრაელელ ვიქტორ მიხაილევსკის.
ამავე ასაკობრივ ჯგუფში მოასპარეზე ალექსანდრე ქაშაშვილმა 6,5 ქულით 38-ე ადგილი დაიკავა, ზაზა ხოფერია კი 5 ქულით 90-ე იყო.
ქალთა +50 ასაკობრივ ჯგუფში ინგა ხურცილავამ 7 ქულით მე-6 ადგილი დაიკავა, სოფიკო ტერელაძემ 6,5 ქულით მე-9 იყო, ხოლო სოფიკო ნიკოლაძე 6 ქულით მე-15 ადგილზე გავიდა.




