თელაველი გულშემატკივრები საქართველო-პორტუგალიის მატჩს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, თეატრის წინ დამონტაჟებულ მონიტორზე მიადევნებენ თვალს. ტერიტორიაზე მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია.
,,წინა ორ თამაშსაც ღია ცის ქვეშ ვუყურეთ, დიდი იყო ღელვა, მაგრამ განსაკუთრებით ველით დღევამდელი შეხვედრის დაწყებას. იმედია, მთელი საქართველოსთვის უბედნიერესი საღამო იქნება“, - აღნიშნავენ „აიპრესთან“ საუბარში თელაველი გულშემატკივრები.
ცნობისათვის, საქართველოსა და პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.