ახალგაზრდა ქალი წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალიდან იყო.
არსებული ინფორმაციით, ურჩუხიშვილი კლინიკაში თავდაპირველად მუცლის ძლიერი ტკივილით შეიყვანეს, სადაც ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.
მოგვიანებით ის გაწერეს, თუმცა მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, კლინიკაში ხელახლა დააბრუნეს.
დადგინდა, რომ პაციენტს ნაწლავზე რთული პრობლემა ჰქონდა. თუმცა ამ დროისთვის ნაყოფი უკვე დაღუპული იყო. ქალს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, სეფსისი განუვითარდა და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
საქმეს სწავლობს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოც.
თამარ ურჩუხიშვილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. მას მშობლიურ სოფელ ნასამხრალში დაკრძალავენ.









