75 წლის ასაკში ინგლისური ფეხბურთის ლეგენდარული წარმომადგენელი, კევინ კიგანი გარდაიცვალა. ყოფილი ფეხბურთელი სიმსივნეს ებრძოდა.
მან გასული საუკუნის ინგლისურ სპორტში წარუშლელი კვალი დატოვა. კიგანის პროფესიონალური გზა „სკანთორპიდან“ დაიწყო, რის შემდეგაც ის „ლივერპულის“, „ჰამბურგის“, „საუთჰემპტონის“, „ნიუკასლისა“ და „ბლექთაუნ სიტის“ ღირსებას იცავდა. მისი, როგორც მოთამაშის, ყველაზე წარმატებული და გამორჩეული წლები „ლივერპულსა“ (1971-1977) და „ჰამბურგს“ (1977-1980) უკავშირდება.
ინგლისის ეროვნული ნაკრების მაისურით კევინ კიგანმა 63 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარში 21 გოლი გაიტანა.
ინგლისელი ფეხბურთელი ორგზის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულია- ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ საფეხბურთო ჯილდოს ის 1978 და 1979 წლებში დაეუფლა.




