ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, 18 წლის ასაკში ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავი და ფილმ "გოძილას" ფრენჩაიზის მსახიობი, კეილი ჰოტლი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას სიცოცხლე მძიმე ავტოკატასტროფამ იმსხვერპლა.

კეილი ჰოტლი მაყურებლისთვის განსაკუთრებით საყვარელი და ცნობილი გახდა ბლოკბასტერებიდან "გოძილა კონგის წინააღმდეგ" (Godzilla vs. Kong) და "გოძილა x კონგი: ახალი იმპერია" (Godzilla x Kong: The New Empire), სადაც მან ჯიას როლი შეასრულა.

ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, მან შეძლო გლობალური მასშტაბის პროექტებში წამყვანი პერსონაჟის განსახიერება და როგორც მაყურებლის, ისე კრიტიკოსების დიდი მოწონების დამსახურება.

კეილი ჰოტლი, რომელიც რეალურ ცხოვრებაშიც სმენადაქვეითებული იყო, კინოინდუსტრიაში ყრუ ადამიანების თემის მნიშვნელოვან და შთამაგონებელ წარმომადგენლად იქცა.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი ზუსტი მიზეზები და ინციდენტის დამატებითი გარემოებები ამ ეტაპზე დეტალურად არ საჯაროვდება, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.