ამის შესახებ ოზურგეთის მერმა სხდომაზე განაცხადა: 


„დავიწყეთ გარე ვაჭრობის რეგულირება ქალაქის მასშტაბით და ვთხოვთ ყველას, მხარი დაუჭირონ ამ ძალისხმევას და არ დაარღვიონ კანონი. მუნიციპალიტეტის იერსახე, სანიტარული ნორმების დაცვა და ფეხით მოსიარულეთა - ქვეითთა, მოქალაქეთა უსაფრთხოება უალტერნატივოა. ასევე, ყველა მეწარმეს ვთხოვთ მოაწესრიგონ საკუთარი სავაჭრო ობიექტები და დაიცვან კანონი,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.