თელავი პროექტს ,,დაგეგმე შენი ბიუჯეტი,, შეუერთდა - მოქალაქეთა იდეებს შორის არის ძაღლების თაშესაფრის მშნებლობის საკითხიც. აღნიშნული პრობლემა ქალაქს წლებია აწუხებს, მოქალაქეები სისტემატიურად უჩივიან ქალაქში უპატრონო ცხოველების სიმრავლეს, ხშირია ცხოველების მხრიდან ადამიანთა დაკბენის შემთხვევებიც.

თელავის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის „დაგეგმე შენი ბიუჯეტის“ განხორციელება წელს  დაიწყო. 
მონაწილეობითი ბიუჯეტირების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში იგეგმება ორი ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტის განხორციელება, რომლებიც მოსახლეობის მიერ კენჭისყრის შედეგად შეირჩევა. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ხელშეწყობის პროგრამისთვის გათვალისწინებული იქნება 200 ათასი ლარი.
,,პირველი ეტაპი მოიცავდა თვითმმართველობისთვის მოსახლეობის მიერ ინიციატივების წარდგენას, მეორე_ საპროექტო წინადადებების პირველად გადარჩევას, მესამე ეტაპზე მოხდება საპროექტო წინადადებების კენჭისყრა და მეოთხე ეტაპზე უკვე გამოვლინდება გამარჯვებული“.


,,დაგეგმე შენი ბიუჯეტის” ფარგლებში, ჯამში შევიდა 30 განაცხადი როგორც სოფლებიდან, ისე ქალაქიდან. საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევის შედეგად, მესამე ეტაპზე გადასული საპროექტო წინადადებების კენჭისყრის ეტაპზე კი, გადავიდა 12 იდეა.
იდეებისთვის ხმის მიცემა დაიწყო 16 ოქტომბრიდან და გაგრძელდება 10 ნოემბრის ჩათვლით. მსურვლეებს შეიგიძლიათ სასურველ საპროექტო იდეას ელექტრონულად დაუჭიროთ მხარი. ბმულზე:
https://research.csed.ge/research/gtkhovtchamotvlilisaproeqtoideebidanairchiotertiidearomlisdafinansebatsgsurttelavismunitsipalitetisbiujetidan/652a389bf1fc6f581b0896e2?fbclid=IwAR03OfZD84XQY6lJD8XsmFWeUb52X10YMmcB3fG6I9IOBqKnVshKHh7dbxY


,,თელავის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელ მოქალაქეებს, შეუძლიათ ხმა მისცენ მათთვის მისაღებ ერთ საპროექტო წინადადებას. მობილურ ტელეფონზე მოგივათ 4 ციფრიანი უნიკალური კოდი, რომლის ვერიფიკაციის შემდეგ გაქვთ შესაძლებლობა ნახოთ 12 საპროექტო იდეა და აირჩიოთ და ხმა მისცეთ მხოლოდ ერთს“. - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტში გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელმა პირმა, ნელი აბეჩხრიშვილმა.