,,სისხლის ცენტრის“ და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ინიციატივით, მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, სისხლის უანგარო დონაციის აქცია - ,,გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი!“ - გაიმართა.

ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მუნიციპალიტეტის მერიის, მერიას დაქვემდებარებული სტრუქტურების თანამშრომლებმა, სისხლი დღესაც უანგაროდ გაიღეს.

მსგავს კამპანიაში მონაწილეობის მზადყოფნის სურვილს მუნიციპალიტეტის მერია მუდმივად გამოთქვამს.