სენაკისა და სრულიად საქართველოს მფარველის წმინდა ალექსი სენაკელის სავანეში, ღირსი მამის აღსრულებიდან მე-100 წლისთავთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვა აღევლინა.

საზეიმო ლიტურგიას, მრევლთან ერთად, დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

განუზომელია დიდი მწიგნობარი და ასკეტი მამის ღვაწლი.

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, 1995 წელს, ალექსი ბერი წმინდანად შერაცხა და ხსენების დღედ 31 იანვარი დააწესა.

2000 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ალექსი სენაკელის საფლავზე მცირე ბაზილიკური ტაძარი იკუთხა.