სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზანაში, 44 წლის მამაკაცს საკუთარ სახლთან მიკროავტობუსი დაეჯახა, ის ადგილზე დაიღუპა.

„საშინელი ტრაგედია მოხდა, ახალგაზრდა მამაკაცი შობა დღეს, საკუთარ სახლთან, მიკროავტობუსმა იმსხვერპლა. საშინელი ტრაგედია დატრიალდა. გარდაცვლილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა”,- ამბობს ოჯახის ახლობელი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

უწყების ცნობით, მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია.