სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია და საკრებულოს თავმჯდომარე საბა ოდიშარია, მოადგილეებთან ერთად, სენაკელი მხატვრის მალხაზ კორთხონჯიას პერსონალური გამოფენის გახსნას დაესწრნენ.

გამოფენას სენაკის სახვითი ხელოვნების გალერეა მასპინძლობს.

მალხაზ კორთხონჯია წლების განმავლობაში მონაწილეობდა საერთაშორისო გამოფენებში. დღეს ის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის თანამშრომელია.

მხატვრის ფერწერული ტილოების დათვალიერება 25 აგვისტომდეა შესაძლებელი.