საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გამართულ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) მეშვიდე ეროვნულ კონფერენციაზე,  კონკურსში გამარჯვებულ 11 მუნიციპალიტეტს შორის, სენაკის მუნიციპალიტეტი დასახელდა.

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის სპეციალური ჯილდო და სიგელი სენაკის მუნიციპალიტეტს მერს, ვახტანგ გადელიას გადაეცა.

საუკეთესო მუნიციპალურ პროგრამად, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტი -  ,,ენერგოეფექტური ტენოლოგიების დანერგვა სენაკის მუნიციპალიტეტში მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის (SEKAP) მიხედვით - დასახელდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: დედაქალაქის მერმა, ათეა-ს პრეზიდენტმა, კახა კალაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა და საჯარო მოხელეებმა.

ეროვნულ კონფერენციაზე სპეციალური პრიზები და სიგელები ასევე გადაეცათ ფოთის, ზუგდიდის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის, დუშეთის, თეთრიწყაროს, დმანისის, ხარაგაულის, ონის, ბაღდათისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებს.

დაჯილდოვდნენ თვითმმართველი ერთეულების ის თანამშრომლები, რომლებმაც საკონკურსო განაცხადის შედგენაში უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა. 

ჩვენი მუნიციპალიტეტიდან, საუკეთესო პრაქტიკის სპეციალური ჯილდო მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტს, დალი ქაჩიბაიას გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ ვახტანგ გადელიას მერობის პერიოდში, ეს უკვე მეოთხე აღიარებაა:

2023 წლის საუკეთესო მუნიციპალურ პროგრამად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტი - შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს საგრანტო პროგრამა: „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მათი ოჯახის წევრთა იდეების მხარდაჭერა და შემოსავლების გენერირება, შშმ პირთა საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა" - დასახელდა.

2022 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის სპეციალური ჯილდო და სიგელი სენაკის მუნიციპალიტეტს მერს, ვახტანგ გადელიას, ნომინაციაში: კერძო-საჯარო დიალოგი და პარტნიორობა ადგილობრივ დონეზე, გადაეცა.                                                                                                  

2021 წლის საუკეთესო მუნიციპალურ პროგრამად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტი - ,,შინ მოვლის პროგრამა" დასახელდა.

2020 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტს გამარჯვება, მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ, ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბეთლემში განხორციელებულმა პროექტმა - ,,სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით” მოუტანა.