ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, საარჩაიო-ზედა სორტის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

აღნიშნულ ლოკაციაზე, წლების შემდეგ, პირველად განხორციელდა საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის დასრულების შედეგად, კეთილმოწყობილი გზით სარგებლობას რამდენიმე სოფლის მოსახლეობა შეძლებს.

საარჩაიო-ზედა სორტის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მოადგილესთან, ლევან ელიავასთან ერთად გაეცნო.

პარალელურად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს საოდიშარიოს უბნის გზის რეაბილიტაცია; მუნიციპალური აიპების - ხელოვნების, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრების რებილიტაციის პროცესი; მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია და ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები - ქალაქად, ორ ლოკაციაზე; დამცავი ჯებირები ეწყობა ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრისკენ მისასვლელ გზაზე; ქალაქად, ცერცვაძის ქუჩის მეორე ჩიხში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები.