სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ეს კადრები ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, საარჩაიო-ზედა სორტის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ასახავს.

საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მოადგილესთან, ლევან ელიავასთან და ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან ერთად გაეცნო.

ვახტანგ გადელიას მერობის პერიოდში, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ამ ეტაპზე უტარდება ისეთ გზებს, რომლებსაც ათწლეულებია აღდგენითი სამუშაოები არ ჩატარებია. ეს ეხება როგორც მუნიციპალურ, ასევე შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებს.