სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, პარტნიორებთან თანამშრომლობით, იწყებს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ინიციატივების განხორციელებას.

მუნიციპალიტეტი ჩართულია პროექტში - PACA, რაც გულისხმობს კონკურენტული უპირატესობის ამაღლებას თანამონაწილეობის გზით. ამ საპილოტე პროგრამის განსახორციელებლად შერჩეულია სამი ქალაქი - სენაკი, ფოთი და ზუგდიდი.

,,PACA-კონკურენტული უპირატესობის ამაღლება თანამონაწილეობის გზით” ფარგლებში, მუნიციპალიტეტი, პარტნიორ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ახორციელებს საჯარო და კერძო სექტორებს შორის კომუნიკაციას.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში გაიმართა ინდივიდუალური სამუშაო შეხვედრები - მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებს შორის.

ვორქშოფში მონაწილეობა სენაკის მუნიპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მოადგილესთან, ლევან ელიავასთან ერთად მიიღო.

პროექტი ხორციელდება ეროვნულ სამუშაო ჯგუფთან - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამა, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლობითა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით.