საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის ფარგლებში, ნოქალაქევი-ლეძაძამე-დიდი ჭყონის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მე-2; მე-11 და მე-17 კილომეტრებზე, დაზიანებული მონაკვეთების მასშტაბური აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ლევან უჩანეიშვილთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, აღნიშნულ ლოკაციაზე იმყოფებოდა და სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაფინანსებულ მასშტაბურ პროექტს, ღირებულებით - 4 262 969 ლარი, შპს ,,ბესკო’’ ახორციელებს.