სტუმრებმა სხვადასხვა აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, გაიმართა საბავშვო და შემეცნებითი გასართობი თამაშები და სპორტული აქტივობები, ადგილობრივმა მზარეულებმა ტრადიციული კერძები მოამზადეს, გაიმართა მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2024“

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თამჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ვახტანგ ბერიძესთან ერთად დაესწრო. მათ ადგილობრივ მოსახლეობას ფესტივალის გახსნა და „მთის დღეები“ მიულოცეს, მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა დაათვალიერეს, მთის ერთგულებისა და მის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ადგილობრივების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ.

სტუმრების განწყობაზე ზრუნავდა DJ სანდრო ჯორბენაძე, საღამო კი ჯგუფი „რეგიონისა“ და „თბილისური კვარტეტის “კონცერტით დასრულდა

ღონისძიებას ასევე აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ