შიდა გზების მოწესრიგების პროცესის ფარგლებში, გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კორმაღალში – ე.წ. კოკოშელას უბანში, ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში უკვე დასრულდა სანიაღვრე კიუვეტების მოწყობაც.
პროექტი ხორციელდება რეგიონების განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
დავით ბახტაძე – სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი:
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში იყოს კაპიტალურად მოწესრიგებული გზები. კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების პირობების შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია და სწორედ ამისთვის ვახორციელებთ ასეთ პროექტებს ეტაპობრივად მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით.“
სამუშაოები გაგრძელდება გეგმის შესაბამისად და დასრულდება უმოკლეს ვადებში, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების შესაძლებლობებს როგორც ადგილობრივებისთვის, ისე სტუმრებისთვის.