სამტრედიის მუნიციპალიტეტი განაგრძობს უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერას. ამჯერად, ახლად აშენებული საცხოვრებელი სახლი გადაეცა ინგა რუხაძის ოჯახს.

პირადი საცხოვრებლის გასაღები ოჯახს მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვაჟა სტურუასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად პირადად გადასცა.

 სოციალური პროექტის ფარგლებში:


• 2024 წელს აშენდა 4 საცხოვრებელი სახლი;
• 2025 წლისთვის დაგეგმილია კიდევ 7 სახლის მშენებლობა;
• მიმდინარე წელს უკვე 3 ოჯახს გადაეცა ახალი საცხოვრებელი სახლი;
• ამჟამად 4 ობიექტზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები.

ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.