დღეს ა(ა)იპ მუნიციპალიტეტის  სათნოების სახლის ბინადრებს, დაცვის კომპანია ,,ინტერსექიურითი ჯორჯიას" სახელით, კომპანიის იმერეთი-გურიის ხელმძღვანელმა, ედუარდ მელიამ, სასაჩუქრე ამანათები მიუტანა.

ჰიგიენის და პირველადი მოხმარების ნივთები კომპანიის ხელმძღვანელთა ინიციატივით შეგროვდა და ღონისძიებამ საქველმოქმედო ხასიათი მიიღო.


,,ინტერსექიურით ჯორჯიას" საქართველოს მასშტაბით და მათ შორის სამტრედიაში, აიღო ვალდებულება, რკინიგზის ობიექტების დაცვის უზრუნველყოფაზე. სამტრედიის დაცვის თანამშრომლებმა და კომპანიის ხელმძღვანელობამ  მოხუცთა თავშესაფრს საჩუქრები გადასცეს. 


მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც აღნიშნულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებით გამოვყოფ კომპანიის დამფუძნებელს, ბატონ სოსო ალავიძეს, გენერალურ დირექტორს, ბატონ გიორგი ფანგანს და მთლიანად ბორდს," აღნიშნა ედუარდ მელიამ.
,,ამჟამად სათნოების სახლში 17 ბენეფიციარი ცხოვრობს. კომპანიის მხრიდან ასეთი კეთილშობილური მხარდაჭერა მოხუცებისთვის მნიშვნელოვანია. მადლობა მათ ყველაფრისთვის," აცხადებს ჩვენთან საუბარში სათნოების სახლის დირექტორი მამა შიო (ჭაფოძე).