საგარეჯოს მუნიციპალიტეტს, მარნეულის მუნიციპალიტეტს, „კავკასიის საერთაშორისო პროგრამების ბიუროსა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. აღსანიშნავია, რომ საგარეჯოსა და მარნეულის
მუნიციპალიტეტები ევროპის საფესტივალო ქალაქების პლატფორმის წევრები არიან. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმა“, რომელიც ორი მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციას, კულტურული იდენტობის შენარჩუნებას და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ოფიციალურ შეხვედრას ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელიგიორგი ქურდოვანიძე, ტურიზმის განვითარების, საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ხელმძღვანელი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.