საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე - ალექსი გილაშვილთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ - ლელა ფანოზიშვილთან ერთად საჯარო სკოლებს ესტუმრა, მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე - ალექსი გილაშვილთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ - ლელა ფანოზიშვილთან ერთად საჯარო სკოლებს ესტუმრა, მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა. „ დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მეთორმეტე კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. ჩვენი მუნიციპალიტეტის კურსდამთავრებულებს ვულოცავ ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას – სკოლის დამთავრებას. თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება – ახალი გამოცდილებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, ცოდნისა და განვითარების ახალი პერსპექტივებით, მეტი პასუხისმგებლობით საკუთარი მომავლისა და ქვეყნის წინაშე. წარმატებებს გისურვებთ ამ მნიშვნელოვან გზაზე.“ – განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.