სურამი-ხაშურის დამაკავშირებელ წრესთან, გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის იყო მიკროავტობუსი, რომელსაც ექსკურსიაზე მყოფი ბავშვები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა.
არიან დაშავებულები, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ხაშურის სამედიცინო აწესებუკებაში გადაიყვანეს.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა
როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ანუ უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება გამოიწვია.