პოლონეთის საელჩოს ორგანიზებით ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში კატინის ტრაგედიის ამსახველი გამოფენა გაიხსნა. გამოფენის გახსნა საქართველოსი აკრედიტებული პოლონელი დიპლომატები და პოლონეთის არმიისა და კატანის მუზეუმის ხელმძღვანელები დაესწრნენ.
დამთვალიერებელს საშუალება აქვს კატინის ტრაგედიის ისტორიას გაეცნოს. ოფიციალური ინფორმაციით კატინის ტყეში პოლონელი სამხედრო პირების მასობრივი დახვრეტა საბჭოთა კავშირმა 1940 წელს დაიწყო. კატინში მომხდარ ხოცვა-ჟლეტას კარგა ხანს ტაბუ ედო. ამიტომ მის შესახებ უამრავი ლეგენდა ვრცელდებოდა. გასული საუკუნის 80-იან წლებში კატინზე პირველად ითქვა სიმართლის ნაწილი, სიმართლე კი საბჭოთა კავშირმა მხოლოდ 1990 წელს აღიარა.