ქუთაისში გრძელდება საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები

1605019893
სამუშაო პროცესი ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა მოინახულა.
„მიუხედავად პანდემიისა და გარკვეული ტიპის შეზღუდვებისა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტზე. აღსანიშნავია ისიც, რომ სამუშაოები მიმდინარეობს ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ დადგენილი რეკომენდაციების დაცვით“ - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
სამუშაოებს კონკურსში გამარჯვებული ფირმა „გზამშენი 21“ ასრულებს, რისთვისაც 325 000 ლარია გამოყოფილი.