ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან შეკრებილები.
ისინი ბათუმში რუსული საკრუიზო გემის შემოსვლას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ რუსეთი მტერია და ის ვერასდროს იქნება საქართველოში სტუმარი, რუსული გემის შემოსვლა კი ღირსების შეურაცხყოფაა.
აქციის მონაწილეები ასევე გუშინ, ბათუმის აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.