გელათის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ იოსებ ბურჯანაძეს მრევლი დაემშვიდობა.

სასულიერო პირი მონასტრის ეზოში დაკრძალეს.

"დღეს გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მამათა მონასტრის არქიმანდრიტს, მამა იოსებ ბურჯანაძეს გამოვეთხოვეთ. თუ ვინმეზე შეიძლებოდა გვეთქვა "ზეცისა კაცი და ქვეყნის ანგელოზი", უპირველესად სწორედ მამა იოსებზე. არაერთხელ გვერგო პატივი მე და ჩემი ოჯახის წევრებს ზიარება მიგვეღო მისგან. დიდი დანაკლისია, ვწუხვარ და მენანება. ნათელში დაემკვიდრეთ, მამაო!-წერს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი. 

გელათის ტაძრის წინამძღვარმა, მამა იოსებ ბურჯანაძემ დამწვრობა 16 იანვარს კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიიღო. მამა იოსებს სხეულის 50%-მდე ჰქონდა დამწვარი. მოძღვარი კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.