ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდს ქარბორბალამ გადაუარა, დაზიანებულია ავტომობილები და გარე ინფრასტრუქტურა, დაგლეჯილია ხეები. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ზარალი მიადგა ალავერდის სამონასტრო კომპლექსსაც. სტიქიამ კომპლექსს სახურავის ნაწილი გადახადა. 

მიყენებული ზარალია ზუსტი ოდენობა ამ დროისთვის უცნობია.