ფოთში სანიაღვრე სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, რისთვისაც 782 ათას 476 ლარი ლარი დაიხარჯება,- ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, სამუშაოებისთვის 217 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, ხოლო დარჩენილი თანხა 565 ათას 476 ათასი ლარი რეგიონული განვითარების ფონდიდან.
პირველ ეტაპზე ბეტონის არხები ქალაქის 6 ქუჩაზე ჩაიდება.
პროექტის ფარგლებში, ქალაქის ქუჩებზე მოხდება პარაბოლური ტიპის ბეტონის არხების გრუნტში ჩაწყობა, რომელიც უხვი ნალექის გატარებას შეუწყობს ხელს.
სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოები ქალაქში 2015-2016 წწ.განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც ბეტონის არხები 12 ქუჩაზე ჩაიდო.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქალაქისთვის გამოყოფილი ტრანსფერით განხორციელდა,რისთვისაც 1.480.000 ლარი დაიხარჯა.