ტურისტული სეზონისთვის მზადება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში - დამსვენებელთა სუფთა, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით, მუნიციპალური სამსახურები სრული დატვირთვით მუშაობენ. 

აქტიურად მიმდინარეობს დაბა ურეკისა და შეკვეთილის განახლება - მოწესრიგება.


მიმდინარე სამუშაოებს, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილეებთან ერთად გაეცნო.



„გასული წლის მსგავსად, დაბა ურეკსა და შეკვეთილში, წელსაც ჩვენს მეტ თანამოქალაქეს და ტურისტს ველოდებით. წელს სეზონი, შიდა და საერთაშორისო ტურიზმის მხრივ საკმაოდ აქტიური იქნება. დიდ ყურადღებას დავუთმობთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი, ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი იყოს,“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა.