პროექტი, რომლის ღირებულებაც 649 450 ლარს შეადგენს, „სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში“ განხორციელდა. 

განახლებული ხიდი ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილესთან, ნიკა ბოლქვაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერა.

„განვაგრძობთ 8 სექტემბრის სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას და განახლებას ოზურგეთში. როგორც დავპირდით საზოგადოებას, გურიანთა-ციხისფერდის დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა.

სამუშაოები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა.