ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, ლიხაური -კვაჭალათის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან, ნიკა ბოლქვაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.
„ლიხაური - კვაჭალათის დამაკავშირებელი გზის სრულ რეაბილიტაციას ვაკეთებთ. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 3 218 მეტრი სიგრძის გზა, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე არხები. სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 1 868 000 ლარს შეადგენს, სექტემბრის თვეში დასრულდება. გარდა გზის რეაბილიტაციისა, აქ ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წყლით მომარაგება წარმოადგენდა, რომელიც უკვე მოგვარებულია და წყალმომარაგებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა. 
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.